პარლამენტის კვოტით წარდგენილმა ზაზა რუხაძემ საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლეობაზე უარი განაცხადა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს საკონსტიტუციო სასამართლოში პარალმენტის კვოტით დასახელებული მოსამართლეობის კანდიდატის, ზაზა რუხაძის განცხადება.

ზაზა რუხაძემ უარი განაცხადა, ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. მისი კანდიდატურა მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაასახელა. ზაზა რუხაძის განცხადება ბიუროს სხდომაზე შევიდა.
„შემოსულია ბატონი ზაზა რუხაძის განცხადება, მისი კანდიდატურის შესახებ. მოგეხსენებათ,ბატონი ზაზა რუხაძე იყო წარდგენილი ყოფილი თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. მან განაცხადა უარი და შემოიტანა შესაბამის განცხადება, რაც ცნობად უნდა მივიღოთ.“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის კვოტა ამ დრომდე ასათვისებელია. პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს პრეზიდენტი ასახელებს, ერთს – უზენაესი სასამართლო. ხოლო ერთი კანდიდატურის დასახლების უფლება აქვს პარალმენტს, რომელსაც დეპუტატებმა ნდობა უნდა გამმოუცხადონ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს