“ეს კვლავ რჩება ჩვენი შეშფოთების საგნად”- სახელმწიფო დეპარტამენტი გიგი უგულავას საქმეზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ჯონ ქირბის 29 ნოემბრის ბრიფინგზე შეკითხვა პატიმრობაში მყოფ თბილისის ყოფილ მერზეც დაუსვეს. ჟურნალისტი დიანტერესდა გამოხატავს თუ არა კვლავინდებურად აშშ შეშფოთებას საქართველოში შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის შესაძლო არსებობაზე.
„ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მსგავს მოვლენებს. ეს კვლავ რჩება ჩვენი შეშფოთების საგნად. დიპლომატიური კომუნიკაციის დეტალებში არ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ, შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით ვსაუბრობთ და გადავცემთ ჩვენს წუხილებს.“- განაცხადა ქირბიმ

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე : „იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე ხანში გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის თემა”
შემდეგი სტატიასასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ სცნო