სასამართლომ ბრალდებულ ე. აკოფაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული ერმილე აკოფაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და საბრძოლო მასალის – ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 იანვარს, 16:55 საათზე, ერმილე აკოფაშვილი მივიდა ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ზაზა ილურიძის მაღაზიასთან და ეჭვიანობის ნიადაგზე, ზაზა ილურიძის მოკვლის განზრახვით საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი „რგდ 5“-ის ტიპის ხელყუმბარა მაღაზიაში შეაგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ერმილე აკოფაშვილი იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საბრძოლო მასალის-ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერმილე აკოფაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

banner
წინა სტატიაშირექტორობის კანდიდატები აკადემიური საბჭოს წევრების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის ნახვა ცესკო-ს ვებგვერდსა და “ფეისბუქზე” იქნება შესაძლებელი