რექტორობის კანდიდატები აკადემიური საბჭოს წევრების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ

რექტორობის კანდიდატები აკადემიური საბჭოს წევრების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ. გიორგი ბარამიძის თქმით, არის ვარაუდო, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, ყოფილი განათლების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე წინასწარ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზეა არჩეული. “არის აღქმა საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ პოლიტიკურად დანიშნულია არჩევამდე. ამ განწყობას ქმნის ის რომ, ბატონმა განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნება, თუ შარვაშიძე იქნება არჩეული.”-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

აკადემიური საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლაზე მეორე კანდიდატს, ცირა ბარამიძესაც სმენია, თუმცა მისი თქმით, კონკრეტული ფაქტები მისთვის ცნობილი არ არის და ამ ინფორმაციას სტუდენტებისგან ფლობს.
ასევე, ის განმარტავს, რომ აკადემიურ საბჭოს წევრებთან ამ ინფორმაციის დაზუსტებას ვერ ახერხებს, რადგან მისი საბჭოსთან ურთიერთობა შესაძლოა სხვებმა გარკვეული სახის ზეწოლად მიიჩნიონ.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი 36 წევრისაგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ 5 საათზე უნდა დაამტკიცოს ,ამისათვის კი კანდიდატმა მინიმუმ 19 ხმა უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფოსი და მთარგმნელი გია ბარამიძე დარეგისტრირდნენ.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, რომ ბიძინა გეგიძე ვაკის საარჩევნო ოლქიდან მოხსნან
შემდეგი სტატიასასამართლომ ბრალდებულ ე. აკოფაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა