საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის ნახვა ცესკო-ს ვებგვერდსა და “ფეისბუქზე” იქნება შესაძლებელი

საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლის ნახვა ცესკო-ს ვებგვერდსა და “ფეისბუქზე” იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ცესკო საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცესკო-ში ხმების დათვლის პროცესის ტრანსლაციას. ნებისმიერ მსურველს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკო-ს ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას”, – განაცხადა ჟვანიამ.

მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

„ჩვენ ვაგრძელებთ ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ექნება საკუთარი საარჩევნო უფლების თავისუფლად რეალიზების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისების და საარჩევნო პროცესის მთლიანობის უზრუნველყოფას”, -განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ბრალდებულ ე. აკოფაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა