“სასამართლო მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს” – მოსამართელე რუსთავი 2-ის ადვოკატს

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის პროცესზე მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ რუსთავი2-ის ადვოკატს თამთა მურადაშვილს დაემუქრა და განაცხადა, რომ სასამართლო კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიიღებს მის წინააღმედ. მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის ადვოკატებს არცერთი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საშუალება არ მისცა.

“სასამართლო უკანასკნელად განგიმარტავთ, რომ სასამართლომ მოხსნა ყველა შუამდგომლობა და თუ თქვენ არ მოიქცევით ისე როგორც შეეფერება თქვენს პროფესიულ ეთიკას, სასამართლო არა მარტო დაგატოვებინებთ დარბაზს არამედ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მიმართავს ადვოკატთა გაერთიანებას” – განაცხადა ნატა ნაზღაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი თამთა მურადაშვილი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საქმიდან აცილების შუამდგომლობის დაყენებას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ავსტრიაში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, გონივრული გადაწყვეტილება იყო”- თამარ სანიკიძე თანამდებობიდან მის გათავისუფლებას აფასებს