“ვფიქრობ, გონივრული გადაწყვეტილება იყო”- თამარ სანიკიძე თანამდებობიდან მის გათავისუფლებას აფასებს

news
ავტ.: news ივნისი 3, 2016 16:44

“ვფიქრობ, გონივრული გადაწყვეტილება იყო”- თამარ სანიკიძე თანამდებობიდან მის გათავისუფლებას აფასებს

განათლების უკვე ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლებას ლოგიკურს უწოდებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სანიკიძემ აღნიშნა, იწურება ოთხი წელი განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გატარებიდან და ახლა მნიშვნელოვანიამ ეს ყველაფერი შეფასდეს, დაიგეგმოს ახალი მიმართულბები.

„ვფიქრობ, გონივრული გადაწყვეტილება იყო. გვაქვს მიზანი, გადავაბაროთ განხორციელებული პაკეტები ახალ მინისტრს და მასთან ერთად მოხდეს სისტემის სწორედ დანახვა. ნებისმიერი ახალი მინისტრი ახალი რეფორმით და მიდგომით, იყო მხოლოდ სისტემის დამაზიანებელი. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ, რომ სისტემა არ უნდა დაზიანდეს. მიმდინარე პროგრამები გაგრძელდება ჩვეულებრივ და რადიკალური გადაწყვეტილებები არ იქნება.

ამასთან, სანიკიძის თქმით, სამომავლოა გეგმებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც უფლებამოვალეობებს ახალ მინისტრს სრულად გადააბარებს.

news
ავტ.: news ივნისი 3, 2016 16:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics