სარფის საბაჟოზე 482,3 კარატის ზურმუხტი აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა – 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზის ადვოკატები სინოდის წევრებთნ შეხვედრის დაგადაწყვეტიელბას ელოდებიან
შემდეგი სტატია“შეურაცხყოფა ნებისმიერ ქვეყანაში არის ქმედება, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება” – ცერცვაძე