სარჯველაზე: ადრე თუ გვიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე დათანხმება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპელი მედიატორის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„ყველამ ნახა, როგორი დატვირთული დღის წესრიგი გავიარეთ ბოლო პერიოდში პლენარულ სხდომებზე. მართლაც რთული გრაფიკით გავიარეთ ბოლო პერიოდი. ვფიქრობ, რომ, ადრე თუ გვიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე დათანხმება. სხვაგვარად, პირადად მე, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას პრეტენზია ჰქონდეს კონსტრუქციულობაზე, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე და იმავდროულად – ემიჯნებოდეს მიშელის დოკუმენტს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი ამნისტიის კანონპროექტზე: კომპრომისული ვარიანტი არ შედგა
შემდეგი სტატია„ჩვენი სურვილია, 19 აპრილის შეთანხმების პროცესში ყველა პარტია ჩაერთოს”