„ჩვენი სურვილია, 19 აპრილის შეთანხმების პროცესში ყველა პარტია ჩაერთოს”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა პარტიას მივცეთ შესაძლებლობა, 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდეს და დეპოლარიზაციის გზაზე დადგეს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„19 აპრილის შეთანხმება არის ერთი დოკუმენტი – მისი ყველა პუნქტით ერთად და არა ცალ-ცალკე. ამიტომ მნიშვნელოვანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს დრო, მოიფიქროს და ამ შეთანხმებას შეუერთდეს, მათ შორის ამნისტიის ჩათვლით. ეს არის მათთვის შანსი, შეთანხმების მნიშვნელობა გაიაზრონ. ჩვენ მათ ვაძლევთ შანსს, იყვნენ დემოკრატიის ნაწილი და არა გარიყული და მარგინალიზებული პარტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არის კეთილსინდისიერი როგორც საზოგადოების, ასევე პარტნიორების წინაშე და საბოლოო ჯამში, 19 აპრილის შეთანხმებას სრულად და სიტყვა-სიტყვით შეასრულებს.

„ჩვენი სურვილია, 19 აპრილის შეთანხმების პროცესში ყველა პარტია ჩაერთოს, რადგან ეს კეთდება არა ჩვენთვის, არამედ პარტიებს შორის დეპოლარიზაციისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას სრულად ასრულებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისარჯველაზე: ადრე თუ გვიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე დათანხმება
შემდეგი სტატიაიოსელიანი: ჩემთვის მთავარი ამოცანაა არჩევნები აღარ გახდეს საზოგადოების გახლეჩის საფუძველი