იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტზე: კომპრომისული ვარიანტი არ შედგა

კომპრომისული ვარიანტი არ შედგა, ამიტომ მეორე მოსმენით ჩვენ ხმა აღარ მივეცით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ კანონის მიმართ ძალიან ცალსახა პოზიცია მქონდა. პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ დათქმით, რომ თუ კომპრომისული ვარიანტი იქნებოდა, მხარს დავუჭერდით მეორე მოსმენითაც. კომპრომისული ვარიანტი არ შედგა, ამიტომ მეორე მოსმენით ჩვენ ხმა აღარ მივეცით. შესაბამისად, ამ კანონის მიმართ ჩვენ რაიმე ტიპის პოზიტიური დამოკიდებულება არ გვაქვს. ეს არის კანონზე ვინც შეთანხმდნენ, მათ შორის გასარკვევი თემა“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ პროტესტის ნიშნად კომიტეტის სხდომა დატოვა
შემდეგი სტატიასარჯველაზე: ადრე თუ გვიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე დათანხმება