სარჯველაძე – სააკაშვილს მტკიცებულებების მოხმობა სჭირდება მომხრეებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად, ეს მორიგი ავანტიურაა

მიხეილ სააკაშვილის ქმედებები დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაზე არსებით ცვლილებებს ვეღარ ახდენს და ამას თვითონაც თუ გაიგებს, ცუდი არ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, ბილეთის გამოქვეყნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაზე არსებით ცვლილებებს ვეღარ ახდენს და ამას თვითონაც თუ გაიგებს, ცუდი არ იქნება. ამ კაცს კონფლიქტი აქვს საქართველოს კანონმდებლობასთან, სამართალთან. შესაბამისად, ერთადერთი, რაზეც გავლენას იქონიებს მისი ჩამოსვლა-არჩამოსვლა, მისი პირადი ბედი და სამართლებრივი მდგომარეობაა. სხვა მხრივ, ქვეყნის პოლიტიკურ გეგმებზე გავლენას ვერ იქონიებს. ბილეთის ჯავშნის გამოქვეყნების მიუხედავად, არ მგონია, რომ ეს მაინც და მაინც ადასტურებდეს მისი რეალურ განწყობას. პირიქით, მას ასეთი მტკიცებულებების მოშველიება სჭირდება, რათა გაამხნევოს საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც აქვს განცდა, რომ ეს მორიგი არასწორი დაპირებაა. ცუდად არის საქმე, როცა მტკიცებულებების მოხმობა სჭირდება მომხრეებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, გაამხნევოს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც მის მხარდამჭერად მოიაზრება, მაგრამ ეს კიდევ მორიგი ავანტიურაა. მის განცხადებაში დამაჯერებლობა აღარ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიკონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება გრძელდება
შემდეგი სტატიაბიბილაშვილი – სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე რომ იყოს, ოპოზიციას ერთი ხმა შეიძლება, დამატებოდა, მაგრამ ამასაც ვერ მოუტანს