ბიბილაშვილი – სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე რომ იყოს, ოპოზიციას ერთი ხმა შეიძლება, დამატებოდა, მაგრამ ამასაც ვერ მოუტანს

მიხეილ სააკაშვილი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე. ის არ არის წინაასარჩევნო პროცესებში ჩაბმული და არავითარი პოზიცია ამ მხრივ არ უჭირავს, – განაცხადა „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ ჩამოსვლაზე საუბრისას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ 2 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნები. „ლელო“ ყოველთვის გეგმაზომიერად დგამს ნაბიჯებს. „ლელოს“ პოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ ამომრჩევლები, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და მიიღონ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

ამასთან, შეკითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა გამოიწვევს თუ არა არეულობას, ბიბილაშვილმა თქვა, რომ „შინაარსისგან როდესაც არის დაცლილი ზოგიერთი პარტიისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ცდილობენ პროცესების რადიკალიზებას“.

„ჩემი პირადი პოზიციით, ამ ქვეყნის მოქალაქე რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, შეიძლებოდა, ერთი ხმა დამატებოდა ოპოზიციას, მაგრამ ამასაც ვერ მოუტანს. სამწუხაროა, რომ შინაარსისგან როდესაც არის დაცლილი ზოგიერთი პარტიისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ცდილობენ პროცესების რადიკალიზებას. „ლელოს“ პოზიციაა, რომ გეგმაზომიერად გავაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების დღემდე ადამიანებს დავარწმუნებთ, თუ რატომ უნდა მოვიდნენ არჩევნებზე, რას შეცვლის ეს პროცესი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – სააკაშვილს მტკიცებულებების მოხმობა სჭირდება მომხრეებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად, ეს მორიგი ავანტიურაა
შემდეგი სტატიახაზარაძე სააკაშვილის ჩამოსვლაზე – ჩვენთვის არაფერი იცვლება, ვინ ჩამოდის და ვინ არ ჩამოდის საქართველოში