სარჯველაძე: გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს

დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, გორის ჰოსპიტალზე მიზეზი არ იარსებებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს გაზიარებული და დათანხმებული.

„ჩემთვის ასეთი მიზეზის მოფიქრება წარმოუდგენელია. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? – ჯანდაცვის სერვისებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე ყველაზე ლოგიკური და გამართლებული გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღეს. დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალს აქვს ნორმალური პირობები. სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია. ყველა თვალსაზრისით დაბალანსებული გადაწყვეტილებაა მიღებული. რეალისტური რისკებია, რომელთა მიმართ გამკლავების კონკრეტული გეგმაა და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიროდის შეწყვეტენ ზუგდიდში შიმშილობას – “ვაგრძელებთ ბრძოლას, მიხეილ სააკაშვილის საბოლოო განთავისუფლებამდე!”
შემდეგი სტატია“როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, “ლელო” საქართველოსთვის წყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს”