როდის შეწყვეტენ ზუგდიდში შიმშილობას – “ვაგრძელებთ ბრძოლას, მიხეილ სააკაშვილის საბოლოო განთავისუფლებამდე!”

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში უსაფრთხოდ გადაყვანის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოს 5 წევრი შიმშილობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წევრი მაია კალანდია ავრცელებს.

როდესაც დაკმაყოფილდება, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის უსაფრთხო გადაყვანა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ზუგდიდელი მოშიმშილეები შევწყვეტთ შიმშილობას!

“ვაგრძელებთ ბრძოლას, ივანიშვილის მძევლების, ჩვენი ქვეყნის და მიხეილ სააკაშვილის საბოლოო განთავისუფლებამდე! გმადლობთ, ყველას გულშემატკივრობოსთვის, თანადგომისთვის, თითოეული სიტყვისთვის!, – წერს მაია კალანდია Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო
შემდეგი სტატიასარჯველაძე: გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს