“როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, “ლელო” საქართველოსთვის წყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს”

როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, “ლელო” საქართველოსთვის წყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს – განცხადება ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ მესამე პრეზიდენტი დათანხმდება შეთავაზებას, ექიმების კონსილიუმი კი პროფესიონალურად შეაფასებს, რამდენად მზადაა სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის მისაღებად და სამკურნალოდ:

“ეს გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიღებულიყო გაცილებით უფრო ადრე და თავიდან ავიცილებდით ზიანს, რომელიც მიადგა ადამიანების ჯანმრთელობას შიმშილობის გამო, ის ემოციური სტრესი, რომელიც მთელს ქვეყანაშია, ამას თავიდან ავირიდებდით, მაგრამ ქართულმა ოცნებამ აჩვენა, რომ არ არის პასუხისმგებლიანი ძალა და გაწირა ადამიანების ჯანმრთელობა თავისი გაუგებარი პრინციპის დასაკმაყოფილებლად…

ელენე ხოშტარიას უკომპრომისო ბრძოლამ, პარლამენტის წევრების მასობრივმა შიმშილობამ, ადამიანების პროტესტმა ქუჩაში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევამ, ყველაფერმა ერთად გამოიღო ეს შედეგი” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალში მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო