სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ როგორ გამოიყურება ქალაქ მარტვილის #1 საჯარო სკოლის ეზო

“აღნიშნულ ფოტოზე ჩანს მარტვილის მუნიციპალიტეტის, ქალაქ მარტვილის #1 საჯარო სკოლის ეზო. ეს არის სკოლა, რომელზეც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფოტოზე ნათლად ვხედავთ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ როგორ გამოიყურება დაწესებულების ეზო და რომ იგი სრულებით არ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტებს.
როგორც ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს არ შემეძლო არსებულ პრობლემაზე არ გამემახვილებინა ყურადღება, რადგანაც სწორედ ჩემი გუბერნატორობის დროს, ჩემი ინიციატივით დაიწყო სკოლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ბატონ ირაკლი ქარსელაძეს და ვიმედოვნებ, რომ მოხდება აღნიშნული საკითხის განხილვა. “, – წერს “ფეისბუქის “ საკუთარ გვერდზე მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია