სარჩელი ალექსეი ნავალნის ცხედრის გათავისუფლების შესახებ 4 მარტამდე არ განიხილება

რუსეთის სასამართლოს თითქმის ორი კვირა დასჭირდება რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დედის სარჩელის განხილვას, რომელიც აპროტესტებს ოფიციალური პირების უარის თქმას შვილის ცხედრის გადმოცემაზე.

ლუდმილა ნავალნაია შვილის ცხედრის გადმოცემას შაბათიდან ცდილობს.

დახურული მოსმენა 4 მარტს დაინიშნა,-იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია სასამართლოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაგოცირიძე: „ლელო“ და მელია წინასაარჩევნოდ თუ შეკრავენ მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს, ეს ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა შეიძლება გახდეს