გოცირიძე: „ლელო“ და მელია წინასაარჩევნოდ თუ შეკრავენ მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს, ეს ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა შეიძლება გახდეს

თუ „ლელო“ და მელია, ორი ფრთა წინასაარჩევნოდ შეკრავს მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს, რომელიც შეიძლება გახდეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა, – აღნიშნულის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობაში“ გაფართოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ დიდი შანსია, გიორგი გახარიას პარტიამ ბარიერი გადალახოს.

„არის სამი პირობით ბლოკი, რომელიც უკვე რეალურ ძალას წარმოადგენს და ერთი პარტია.

ერთი პარტია ესაა, გახარიას პარტია, რომელიც ამბობს, რომ ის მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში ცალკე და როგორც ჩანს, ეს ასეა. რისკავს, თუმცა უფრო მეტი შანსია, რომ გადალახოს ბარიერი.. მას მოღონიერება სჭირდება.

ერთი ყველაზე დიდი ბლოკია „ნაციონალური მოძრაობა“, ვაშაძესთან ერთად. სამომავლოდ, ალბათ, პატარ-პატარა ჯგუფები შეუერთდებიან, რომლებსაც სახელად შეიძლება ერქვას პარტია, მაგრამ რეალურად პარტიები არ არიან.„ნაციონალური მოძრაობის“ გაფართოების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. შემდეგია ნიკა მელიას პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ შემოიკრიბოს ის პატარა პარტიები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და რომელთა გარეთ დარჩენაც ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.

ბლოკი, რომელსაც ასევე აქვს გაფართოების შესაძლებლობა და პატარა პარტიების შემოერთების შესაძლებლობა, ეს არის „ლელო“. შემდგომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ წავა პროცესები, ვინ სად იქნება, სად იქნება ელენე ხოშტარიას პარტია, სად იქნება „გირჩი“, სად იქნება ალეკო ელისაშვილი. რომელიც მარტო ვერ გადალახავს ბარიერს და რა თქმა უნდა, მისი ხმები წავა „ქართულ ოცნებასთან“.

ბოლოს, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ „ლელო“ ცენტრისტული და მელია ცენტრისტული – ორი ფრთა წინასაარჩევნოდ შეკრავს მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს, რომელიც იქნება პატარების დიდი გაერთიანება, რომელიც შეიძლება უკვე გახდეს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების წინაპირობა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისარჩელი ალექსეი ნავალნის ცხედრის გათავისუფლების შესახებ 4 მარტამდე არ განიხილება
შემდეგი სტატიაბაიდენი: ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი