საქნავთობის დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქნავთობის დასახლებაში ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 300 კვმ ფართობი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს