შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ კვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ.
დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი კ.მ.
მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იმ დროს
დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში შემოღწევას ცდილობდა.

დაკავებულმა კ.მ.-მ 2017 წლის 20 ივლისს, ოზურგეთის ერთ-ერთ ცენტრალურ
ქუჩაზე, მანქანაში მსხდომ ორ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან
რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ორივე დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კ.მ.-ს
ბრალეულობა დადგინდა და 2017 წლის 11 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე კ.მ.-ზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ
მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,თქვენ ცოდნის შემოწმების გაუქმება გიხარიათ და არა მისი მიწოდების ხარისხის აწევა, ხომ?!”-ცოტნე გამსახურდია
შემდეგი სტატიასაქნავთობის დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია