რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს

რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბადეებს ავლებენ.

ხურვალეთთან, რუსმა ოკუპანტებმა 8 თებერვალს სათვალთვალო კოშკურა დაამონტაჟეს. მათ მძიმე ტექნიკის საშუალებით მიიტანეს ჯიხური, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს.

სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.

ამასთან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშისაქნავთობის დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატია“ბავშვი ყვება, რომ ძალით მიმათრევდაო” – კასპში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს