„საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის ანგარიში დადებითი იქნება“

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო საკმაოდ კარგ წარმატებას აღწევს.

ამის შესახებ ევროკომისარმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე ვაცხადებ, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული მეთოდოლოგია, როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მზაობას, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის შედეგები. ჩვენ განსხვავებას არ ვახდენთ დიდ და მცირე ქვეყნებს შორის. ასევე, ვინ უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, ვინ შორს გეოგრაფიული მდებარეობით. მინდა ვაღიარო და ვთქვა, რომ საქართველო საკმაო წარმატებას აღწევს ამ თვალსაზრისით. ანგარიში, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, არ არის საიდუმლოება თუ გამოვხატავ ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ საქართველოსთან მიმართებაში ანგარიში დადებითი იქნება“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ, ევროპის კომისიამ, ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ამას სჭირდება დრო“, – განაცხადა ევროკომისარმა.

banner
წინა სტატიაში“გაისად საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის უფასოდ ჩავატარებთ”
შემდეგი სტატია2016 წლიდან პენსიები გაიზრდება