“გაისად საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის უფასოდ ჩავატარებთ”

news
: news ნოემბერი 27, 2015 11:07

“გაისად საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის უფასოდ ჩავატარებთ”

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა, მეოთხე წელსაც გააგრძელოს.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროგრამა, მეოთხე წელსაც გააგრძელოს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მთავრობა მეწარმეების დახმარების პროგრამასაც გააგრძელებს.

“ჩვენ გვქონდა სამწლიანი პროგრამა – ეს არის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა. გადავწყვიტეთ, რომ მეოთხე წელსაც გავაგრძელოთ. გაისად უფასოდ ჩავატარებთ საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის. ასევე, გავაგრძელებთ მეწარმეების დახმარებას აგროკრედიტის ფარგლებში. გაიზრდება ასევე აგროდაზღვევის პროგრამაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. პროგრამა “დანერგე მომავალი”, ასევე ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ასევე მინდა შევეხო ერთ საკითხს. წინა მთავრობის სხდომაზე 8 ათას ფერმერს მიწის გადასახადი ჩამოვაწერეთ. წლების განმავლობაში იჯარის გადაუხდელობის გამო მათ ჯარიმები ერიცხებოდათ, მუდმივი სტრესი და ნერვიულობა სდევდა ამ ყველაფერს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობამ ამ მიმართულებით ჯამურად, 26 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

news
: news ნოემბერი 27, 2015 11:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,222
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics