2016 წლიდან პენსიები გაიზრდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2016 წლის ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება, რომელიც განკუთვნილი იქნება პენსიების და პედაგოგების საბაზო ხელფასის ზრდისთვის.

“გადავწყვიტეთ, რომ 2015 წლის ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. შევახსენებ ყველას, რომ 2012 წლიდან ჩვენ პენსიები დაახლოებით 64%-ით გავზარდეთ, ეს არის 600 მილიონ ლარამდე მატება. შევახსენებ ყველას, რომ 2012 წლამდე პენსია 110-125 ლარი იყო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით მთავრობა აქტიურად მუშაობს საოპენსიო რეფორმაზე, რათა დაინერგოს დაგროვებითი პენსიის სისტემა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის ანგარიში დადებითი იქნება“
შემდეგი სტატია“შოთაძე ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური მენეჯერი იყო”