საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც აცრის ორი დოზა აქვს გაკეთებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება მხოლოდ ის პირი, რომელსაც აცრის ორი დოზა აქვს გაკეთებული.

მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, კოვიდის გადატანის მიუხედავად, პროგრამა ითვალისწინებს ორჯერად ვაქცინაციას.

„ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული პერიოდის ფარგლებში უშვებს, რომ ერთი ვაქცინა საკმარისია, თუ პირმა გადაიტანა კოვიდინფექცია და ითვლება, რომ ეს ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მსგავსი ტიპის პროტოკოლს, აღიარებულ იქნან ჩვენთანაც. ანუ თუ პირმა თავის ქვეყანაში მიიღო უკვე სრულად ვაქცინირებულის სტატუსი, ეს ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რადგან მათი პროტოკოლით ერთხელ ვაქცინირებული, თუ დაავადება აქვს გადატანილი ადამიანს, ითვლება, რომ არის სრულად ვაქცინირებული. ჩვენთან არ მოქმედებს იგივე პრინციპი. ჩვენთან ყველა შემთხვევაში აუცილებელია ორი ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„დღეს პირბადის გამოყენების 51%-იან მაჩვენებელზე ვართ. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და გადააჭარბებს 90%-ს, ეს მოგვცემს საშუალებას, დღიური შემთხვევები სულ მცირე 1 000 ერთეულით შემცირდეს. პროგნოზული მაჩვენებელი ასეთია. ამდენად, პირბადე კიდევ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მექანიზმი და მისი გამოყენების აღსრულება ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

banner
წინა სტატიაში„ათი წლისთავზე ჩვენი მიზანია საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით“ – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატიათიბისის ფერადი ბარათების რედიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია