საქართველოში შემოსვლისას უკრაინიდან და საბერძნეთიდან დეპორტირებული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

საქართველოში შემოსვლისას უკრაინიდან და საბერძნეთიდან დეპორტირებული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისის აეროპორტში დააკავეს.

საზოგადოებრივის ინფორმაცით, ორივე მათგანი სამართალდამცველებმა საზღვრის გადმოკვეთისთანავე, სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც კანონიერ ქურდობას გულისხმობს.

კერძოდ, უკრაინიდან საქართველოში გამოადეპორტეს ბ. ფანცულაია, ხოლო საბერძნეთიდან – ხ. ხრდიანი, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა.

საზოგადოებრივი დაკავების საფუძვლებზე შსს- დან ინფორმაციას ელოდება.

რაც შეეხება ბოლო დროის სტატისტიკას- ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 223 პრიმა მუხლის საფუძველზე, 59 ბრალდების საქმე განიხილა, საიდანაც კანონიერ ქურდობაში 20 ბრალდებული გამართლდა, 39 კი, ბრალი დაუდასტურდა. ეს სტატისტიკა რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოებრივს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა გააცნო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს
შემდეგი სტატიაელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი აცხადებს, რომ ხანძრის დროს 12-მდე მაღაზია დაიწვა