საქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და ეროვნული გამოცდებზე წარმატებას უსურვებს.

“ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ ცხოვრებაში შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს, ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება.

ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.

მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე, საინტერესო ცხოვრება გელით და თქვენი შრომა ჩვენ ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას”,-ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა ირჩევდნენ მოსამართლეები და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო – NGO-ები
შემდეგი სტატიასაქართველოში შემოსვლისას უკრაინიდან და საბერძნეთიდან დეპორტირებული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს