ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი აცხადებს, რომ ხანძრის დროს 12-მდე მაღაზია დაიწვა

ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი გოჩა ხეცურიანი აცხადებს, რომ ხანძრის დროს 12-მდე მაღაზია დაიწვა.

როგორც გოჩა ხეცურიანმა აღნიშნა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე შევა, რის შემდეგაც ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლა დაიწყება.

“ზუსტად რამდენი კვადრატი და რამდენი მაღაზიაა დამწვარი გავარკვევთ, ადგილზე ამ მიზნით შევდივართ. ხანძრის გამომწვევ მიზნებს კი სპეციალისტები დაადგენენ. ტერიტორია დაცული იყო და ადმინისტრაციას ხანძარსაწინააღმდეგო წესები კანონმდებლობის შესაბამისად დაცული გვქონდა. დენი 20:00 საათზე დაცვის სამსახურთან შეთანხმებით ითიშება. იმ ეტაპზე გათიშული იყო თუ არა, საქმის კურსში არ ვარ. მე დავიკითხე როგორც დირექტორი და დაკითხვა ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. ინფორმაცია მივაწოდე, რამდენი კვადრატია, ვის ეკუთვნოდა, ბაზრობა რომელ საათზე იღება და იკეტება. ზარალის ზუსტი ოდენობა მეცოდინება, თუ სპეციალისტები შესვლის დროს დათვლის საშუალებას მომცემენ.საქონელი რამდენ ადამიანს ჰქონდა ვერ გეტყვით, ყველასთან შეხვედრა ვერ მოვასწარი. რამდენიმე მაღაზიის მფლობელს როგორც ვიცი ჰქონდა დაზღვევა. თავად ჩვენი შენობაც დაზღვეული იყო”, – განაცხადა გოჩა ხეცურიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში შემოსვლისას უკრაინიდან და საბერძნეთიდან დეპორტირებული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი აბიტურიენტებს წარმატებებებს უსურვებს – მერობის კანდიდატი ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმყოფებოდა