საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმისმიცემა კი მოქალაქეებს 08:00 საათიდან შეუძლიათ.

არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია.

banner
წინა სტატიაში“90-იანი წლები არ უნდა დავაბრუნოთ, ამიტომ უნდა მივცეთ ხმა გრიგოლ ვაშაძეს” – თაკო ჩარკვიანი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უკვე დააფიქსირა