საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უკვე დააფიქსირა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უკვე დააფიქსირა. მამუკა ბახტაძემ ხმა დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე მისცა, რომელიც 23-ე საბავშვო ბაღშია განთავსებული.

შეგახსენებთ, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

„დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ. ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, მოვიდეთ უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომელიც ინტერესებშია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს