“90-იანი წლები არ უნდა დავაბრუნოთ, ამიტომ უნდა მივცეთ ხმა გრიგოლ ვაშაძეს” – თაკო ჩარკვიანი

„90-იანი წლები არ უნდა დავაბრუნოთ, ამიტომ უნდა მივცეთ ხმა ბატონ გრიგოლ ვაშაძეს,“ – ეს განცხადება პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ქვეყანას კორუმპირებული მთავრობა ჰყავს, რასაც მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას.

„არ შეიძლება, ჩვენ გვაჯობოს 27-წლიანმა კორუფციულმა დაჯგუფებამ, რომელიც საქართველოს მუდმივად უკვე ჭაობს სთავაზობს,“ – ამბობს ჩარკვიანი.

ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველმა ამ მმართველობას უარი უნდა უთხრას და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ჩარკვიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძეს გარდა, მისი გამოცდილებისა და ოჯახისა ამომრჩეველმა ხმა იმიტომ უნდა მისცეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის რენეგატი, სალომე ზურაბიშვილი, არ უნდა გახდეს.

„ახლა უკვე, როდესაც პატარა მცდელობა იყო და მეორე ტური დაიდო, ნახეთ, რას აკეთებს ხელისუფლება – თავს იკლავენ, ხან რას ჰპირდებიან მოსახლეობას, შეფუცხუნდნენ, შეშინდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, ხელში რომ ავიღოთ ოპოზიციამ ერთი ინსტიტუცია, მთელი ორი წლის განმავლობაში ეს ძალიან მძარცველი ხელისუფლება მხოლოდ იმაზე იზრუნებს, რომ ხალხს რაიმე გაუკეთოს სასიკეთო,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშისენაკში გაერთიანებული ოპოზიციის ორი აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს