საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა.

„მათ შორის თბილისში – 14 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის მრჩეველი „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ რეკომენდაციებზე თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა, მოწყვლად ჯგუფებს კი პირბადეები გადასცა