პრემიერ-მინისტრის მრჩეველი „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ რეკომენდაციებზე თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა, მოწყვლად ჯგუფებს კი პირბადეები გადასცა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის ხანდაზმულ ბენეფიციარებს პირბადეები გადასცეს და „კოვიდ-19“-ის პრევენციასთან დაკავშირებით აუცილებელ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერის მრჩეველმა ასევე შეხვედრა გამართა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ახალგაზრდების როლზე ამ პროცესში. განიხილეს ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დასაცავად გაატარა. ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება სამომავლოდ.

„მოგეხსენებათ, პირბადის ტარება პირდაპირ არის დაკავშირებული კოვიდ-19-ის გავრცელების შენელებასთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა, გავუფთხილდეთ ერთმანეთს და ვატაროთ პირბადე სწორად როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებში.

ეს არის ის მარტივი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ვირუსის გავრცელების შენელებაში“, – განაცხადა აქიაშვილმა.

საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირბადეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და „კოვიდ-19“-ის პრევენციასთან დაკავშირებით აუცილებელ რეკომენდაციებზე მათ ინფორმირებას განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს