საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ჯამში 2 313 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში „კოვიდ-19“-ის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 515 პირი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 863 თბილისში, 97 აჭარაში, 259 კი იმერეთში დაფიქსირდა