საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 5-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ხუთით გაიზარდა. ამ დროისთვის კორონავირუსის 425 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 425 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 111 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოს სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი პაციენტი. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5126 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღო