საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, სამეგრელოს რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 4 ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 4 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 4 პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 5-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა