საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 421 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

banner
წინა სტატიაში„ ჩვენი პოლიტიკურ ძალა, „ დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“,  კოალიციაში არავისთან არ აპირებს შესვლას, არც „ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავა