შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2020 10:04

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ
თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში 1 პირი – 1971 წელს
დაბადებული ფ.ა. დააკავეს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში,
მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს
დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული
საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან
შვილზე სისტემატიურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის
თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს
გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი
მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2020 10:04