საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია: 11.09%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 496 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 432 506 გამოჯანმრთელდა, 6 532 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 857 056 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 241.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა