საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 648 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 912, „პისიარ“ ტესტით –11 736.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,85%, ბოლო 14 დღის – 5,33%, ბოლო 7 დღის – 6,27%.

ქვეყანაში სულ აცრილია – 47 949 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 564.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 315 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 296 532 გამოჯანმრთელდა, 4 207 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 289 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 744პირი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაავღანეთში წყალდიდობას 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა