ავღანეთში წყალდიდობას 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის ცხრა პროვინციაში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმებისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან, რომელმაც ამ დრომდე 37 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ყველაზე მეტად ჰერათის პროვინცია დაზარალდა, სადაც კვირას დაწყებულ წყალდიდობას 24 ადამიანი შეეწირა. 10 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი დაიღუპა დასავლეთ ღურის პროვინციაში. ამასთან, სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა სამანგანის პროვინციაში.

ავღანეთის ბუნებრივი კატასტროფების სამინისტროს პრესსპიკერმა, ტამიმ აზიმიმ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 405-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგომელაური – მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ