საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1369-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 88 აჭარაში გამოვლინდა