ირაკლი ჩიქოვანი: არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2020 22:10

ირაკლი ჩიქოვანი: არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ  განვითარებას უზრუნველყოფს

მნიშვნელოვანი

  • ირაკლი ჩიქოვანი: არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს

სხვა სტატიები

ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები დღეს სოფელ ოდიშში, ჩხოუშსა და ქალაქში ბორჯომის ქუჩაზე გამართა.

,,დღეს სოფელ ოდიშსა და ჩხოუშში მოსახლეობას შევხვდით. ღია და უშუალო საუბარი გვქონდა. ადგილობრივები სოფლის მეურნეობის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრნენ. სოფელში გარე განათების და შიდა გზების პრობლემებია. ადგილობრივ მთავრობას ამ მიმართულებებით კონკრეტული გეგმები აქვს. წლის ბოლომდე ზუგდიდის არცერთი სოფელი არ იქნება ცენტრთან დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზის გარეშე, რის შემდეგაც მეტი რესურსის მიმართვა შეგვეძლება შიდა გზებზეც“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ირაკლი ჩიქოვანი ქალაქში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბორჯომის ქუჩაზე, ადგილობრივებს შეხვდა.

,,ზუგდიდში ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სამუშაოების ნაწილი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და ეს ტემპი არ შენელდება. ამ ქუჩაზე წყლის, წყალარინების, საგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების სამუშაოები განვახორციელეთ. არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა“ – განაცხადა ბორჯომის ქუჩაზე გამართულ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2020 22:10