საქართველოში ხვალ თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი

27 დეკემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლის სახით, ასევე, ნისლი და ქარბუქი.

რაც შეეხება ტემპერატურას, საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 2-7 გრადუსი იქნება. „დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმაც, ზოგან თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება“, – აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 28 დეკემბერსაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ისევ ნალექიანი ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი დღისით გამოიდარებს.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსკოვს პასუხობს
შემდეგი სტატიაგანათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში კომპიუტერული სწავლების ახალი კონცეფცია შეიქმნა