საქართველოში ყატარული სამშენებლო კომპანია “York Towers”-ის მიერ დაზარალებულთა რაოდენობამ იმატა

საქართველოში ყატარული სამშენებლო კომპანია “York Towers”-ის მიერ დაზარალებულთა რაოდენობამ იმატა.

კომპანია “York Towers” საერთაშორისო დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მუშაობს როგორც ევროპაში, ასევე აზიის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.

“York Towers” გააჩნია რამდენიმე დეველოპერული პროექტი და მათ შორის ყველაზე მაშტაბურია საცხოვრებელი კომპლექსი ტაბახმელაში, რომელიც თავის მხრივ ბევრ კითხვებს ბადებს. ძირითადი საქმიანობის გარდა, კომპანია საქმიანობს ისეთ არაპროფილურ სფეროში, როგორიცაა ტურიზმი, საბროკერო საქმიანობა და უცხოელებისათვის ბინადრობის უფლების მოპოვების სფერო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს იმატა კომპანიის საქმიანობით დაზარალებული მოქალაქეების რაოდენობამ. ერთ-ერთი დაზარალებული მოქალაქის თქმით, კომპანია „York Towers” გამოირჩევა ბიზნესის კეთების არაკორექტული მეთოდებით, არარსებული ფართების გაყიდვით, საქართველოს შრომის კოდექსის იგნორირებით, უხარისხო სამუშაოებით, შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევით, გაუცემელი ხელფასებით, არასამართლიანი და დამამცირებელი მოპყრობით დასაქმებულების მიმართ, განსაკუთრებით ქართველების მიმართ (დასაქმებულების უმრავლესობა ეგვიპტის, პაკისტანის, ყატარის და სხვა ქვეყნების არალეგალები არიან). მოტყუებული არიან თვით ინვესტორები. მომჩივანი მოქალაქეები ჟურნალისტურ გამოძიებას ითხოვენ და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე : წელიწად-ნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შეუშვეს