შალვა თადუმაძე : წელიწად-ნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი

წელიწად-ნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თადუმაძემ აღნიშნა, გარდა ეჭვებისა, არაფერი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც ვერ დაასაბუთებს, რომ მას იურიდიული განათლება არ მაქვს.

„1998 წელს არ დასრულებულა ჩემი იურიდიული განათლება და მერე ამ სფეროში საქმიანობა. მესმის ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია, ამას კიდევ დავუბრუნდები ამ გასაუბრების ფარგლებში. 18 წლის მანძილზე, როდესაც ვმუშაობდი იურისტად, არასდროს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. ჩემი დიპლომი ავტობიოგრაფია და ჩემი ინტერესები დაფიქსირებული მქონდა ყველგან, არასოდეს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა“, – განაცხადა თადუმაძემ.

banner
წინა სტატიაშიორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიასაქართველოში ყატარული სამშენებლო კომპანია “York Towers”-ის მიერ დაზარალებულთა რაოდენობამ იმატა