მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შეუშვეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში იმყოფება. მას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პარლამენტში შემოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სურს, რომ დაესწროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

ამ დროისთვის უცნობია, მიეცემა თუ არა მას უშუალოდ კომიტეტზე დასწრების საშუალება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ყატარული სამშენებლო კომპანია “York Towers”-ის მიერ დაზარალებულთა რაოდენობამ იმატა
შემდეგი სტატიაიმედია, ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილე გააცნობიერებს გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი გადასასვლელი გაიხსნება