საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიავარია დუშეთის მუნიციპალიტეტში – დაღუპულია 1 და დაშავებულია 4 პირი
შემდეგი სტატიაქეთი მელუა თბილისში კონცერტს გამართავს