ავარია დუშეთის მუნიციპალიტეტში – დაღუპულია 1 და დაშავებულია 4 პირი

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა

ავარია დუშეთის მუნიციპალიტეტში – ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, რომელიც სომხეთის მოქალაქე იყო.

შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს